ინდოეთში ქართული ღვინის პირველი პროფესიონალური დეგუსტაცია
16 აპრილს, ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ნიუ დელის სასტუმრო TAJ PALACE-ში, გაიმართა ინდოეთში ქართული ღვინის პირველი პროფესიონალური დეგუსტაცია.
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო კომპანია "კახური ღვინის მარანი", რომლის წარმოებულმა საუკეთესო ღვინოებმა დამსწრე საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა.