„კახური ღვინის მარანი“ არსებობის თითქმის საუკუნეს ითვლის, რაც საქართველოში ღვინის წარმოების 8000-წლიანი ტრადიციის გაგრძელებაა. ვაზისა და ღვინის წარმოების სიყვარულმა კომპანიის დაარსების იდეა წარმოშვა. დამფუძნებლებმა სურვილი რეალობად აქციეს და ააშენეს ქარხანა, რასაც წარმოების პროცესების სრულყოფა მოჰყვა, გადამზადდა კადრები, დაინერგა უახლესი ტექნოლოგიები.
კომპანია აწარმოებს მრავალი სახეობის ადგილწარმოშობის, სუფრის, ქვევრისა და მუხაში დაძველებულ ღვინოებს, ასევე სპირტიან სასმელებს: ჭაჭა მუხაში, კლასიკური ჭაჭა და წლების მიხედვით დავარგებული ბრენდი. კომპანიის პროდუქციას უდიდესი წარმატება ხვდა წილად როგორც ევროპის, ისე აზიის ქვეყნებში და ეს აღიარება არაერთხელ შეფასდა ოქროს მედლებითა და სხვადასხვა ჯილდოთი.
ჰონკონგის პრესტიჟულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე, საფერავმა მოიპოვა ოქროს მედალი და პირველი ადგილი აღმოსავლეთ ევროპის წითელ ღვინოებს შორის. მანავის გემოვნური თვისებები ოქროს მედლით შეფასდა აზიის ღვინის ფესტივალზე, ხოლო საფრანგეთში, ბორდოს ღვინის ფესტივალზე, ქინძმარაულმა ასევე უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა. ღვინის სხვადასხვა გამოფენასა თუ ფესტივალზე ოქროს მედლებითაა დაჯილდოებული კომპანიის მიერ წარმოებული ღვინოები: მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, რქაწითელი და სხვა.
კომპანიის პროდუქციას უკვე არაერთი ქვეყანა იცნობს და ყველგან მომხმარებლის დიდი მოწონებით სარგებლობს. ქვეყნებში, სადაც პროდუქტის ექსპორტი ხორციელდება - აშშ, ჩინეთი, რუსეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, კანადა, იაპონია - ტრადიციული ხარისხისა და ულტრატანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმას შესაბამისად აფასებენ და მომხმარებელი ერთგულ გულშემატკივრად და ობიექტურ არბიტრად რჩება.
ფლობდე ღვინის ქარხანას ნიშნავს, კვალდაკვალ მიჰყვებოდე და აგრძელებდე 8000 წლიანი ქართული ღვინის წარმოების ტრადიციებს და ქმნიდე საუკეთესო ღვინოებს ყველა ადამიანის სიამოვნებისთვის.
ჩვენი ქარხანა ოჯახის საკუთრებაა, რომელიც მოწოდებულია მზარდი ტემპით მოახდინოს ქართული ღვინის წარმოება და რეალიზაცია ჩვენი ძველი ტრადიციების თანამედროვე მეღვინეობის ტექნოლოგიებთან შერწყმის საფუძველზე.
ჩვენს ღირებულებებს საფუძვლად უდევს ტრადიციები, ხარისხი, კეთილსინდისიერება და ოსტატობა (ტექნოლოგია).
ჩვენი კომპანია ემყარება ჩვენი დამფუძნებლების მიერ მეღვინეობის იმ ძველი ტრადიციების განხორციელებას, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცა.
ჩვენი ქარხანა ღვინოს აწარმოებს ხელით დაკრეფილი ჩვენივე ვენახებში მოწეული საუკეთესო ყურძნის მოსავლისგან. ჩვენი კომპანია ოცამდე განსხვავებულ ღვინოს ქმნის, რომლებიც საერთაშორისო გამოფენებსა და დაგემოვნების კონკურსებზე მრავალი მედლით იქნა დაჯილდოებული.
ჩვენ ღვინოს ვაწარმოებთ ჩვენივე ვენახებიდან, რადგან შესაძლებლობა გვაქვს ყურძნისა და ვენახების ხარისხს კონტროლი გავუწიოთ. შესაბამისად, ხარისხთან მიმართებაში არ არსებობს რაიმე სახის კომპრომისი. ჩვენ, როგორც ქართული ღვინის მწარმოებელი ქარხნის მოწინავე მფლობელები, ვამაყობთ ჩვენი რეპუტაციით და ვუზრუნველყოფთ ჩვენს მომხმარებელს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ღვინოებით.
ჩვენი ღვინო წარმოებულია საქართველოს მოწინავე მეღვინეების მიერ, რომელთა მეღვინეობისადმი მრავალსაუკუნოვანმა ლტოლვამ მათ უზარმაზარ ცოდნა და გამოცდილება შესძინა უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინის წარმოების საქმეში.