საწარმოს გადაიარაღება
,,კახური ღვინის მარნის" ხელმძღვანელობამ, პრემიერ--მინისტრის ინიციატივითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში 600 000 დოლარის მოცულობის კრედიტი აიღო და საწარმოს ევროპული სტანდარტების შესაბამისად გადაიარაღება განახორციელა. კომპანიამ შეიძინა იტალიური ბრენდის Della Toffola-ს წარმოების უმაღლესი ხარისხის ღვინის ჩამოსასხმელი მანქანა-დანადგარები და ღვინის რეზერუარები, რაც ხელს შეუწყობს მოკლე დროში და ყველანაირი სტანდარტის დაცვით ყურძნის გადამუშავებას, ღვინის დაყენებას და ბოთლებში ჩამოსხმას.