ქართული ღვინო რუსლ ბაზარზე გურჯაანიდანაც გავა
ქართული ღვინო რუსლ ბაზარზე გურჯაანიდანაც გავა. ,,კახური ღვინის მარანს" უკვე შეკვეთა აქვს და სულ მალე ათასობით ბოთლი სხვდასხვა სახეობის ღვინოები მოსკოვის და სხვადსხვა ქალაქების სუპერმარკეტებში გაიყიდება. საწარმოს ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვა კომპანიის ხელმძღვანელობამ პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში აღებული 600 ათასი დოლარის მოცულობის კრედიტის მეშვეობით განახორციელა.