ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპანია „კახური ღვინის მარანის“ პროდუქციის დეგუსტაცია მოეწყო
2018 წლის 28 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, მოეწყო კომპანია "კახური ღვინის მარანის" პროდუქციის პრეზენტაცია და დეგუსტაცია, რომელსაც სენატორების დიდი მოწონება ხვდა წილად. ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე ესწრებოდა.
"კახური ღვინის მარანი" ოცამდე სახეობის ქართული ღვინით, ჭაჭითა და ბრენდით არის წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე.
მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება როგორც აშშ-ს, ასევე ჩინეთის, იაპონიის და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.