სიახლეები

''კახური ღვინის მარანი'' -ს ღვინოების პრეზენტაცია იტალიაში, ვერონის მსოფლიო პოეზიის აკადემიაში

2018 წლის 31 მარტს იტალიის ქალაქ ვერონაში (მსოფლიო პოეზიის აკადემიაში) ჩატარდა მსოფლიო პოეზიის დღისადმი მიძღვნილი საღამო, რომელსაც ესწრებოდნენ: აკადემიის დამფუძნებელი - პროფესორი ნადირ მ. აზიზა, აკადემიის პრეზიდენტი - ქალბატონი პატრიცია მარტელი, აკადემიის გენერალური მდივანი - ქალბატონი ლაურა ტროიზი და პოეტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
 
ღონისძიების შემდეგ, ოფიციალური ვახშამი გაიმართა, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდა ქალაქ ვერონას საერთაშორისო გამოფენის (სადაც ყოველწლიურად ტარდება ღვინის გამოფენა Vin Italy Verona) დირექტორი ბატონი ვიტორიო დი დიო და ცნობილი იტალიელი მეღვინე ბრუნო როსინი.

ვახშამზე ბატონი ბრუნო როსინი სტუმრებს გაუმასპინძლდა "კახური ღვინის მარანი"-ს ღვინოებით, რომლის ეტიკეტები დამზადებულია ცნობილი იტალიელი მხატვრის და მოქანდაკის, ანტონიო ლანცის მიერ შესრულებული ნახატის ("მეგობრობა") მიხედვით.

"კახური ღვინის მარანი" -ს  ღვინოებმა სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. ბატონმა როსინიმ განაცხადა, რომ "კახური ღვინის მარანი"- ღვინოები უკვე წარმატებით იყიდება ვატიკანისა და იტალიის მაღაზიებსა და რესტორნებში.