სიახლეები

''კახური ღვინის მარანმა'' Frankfurt International Trophy-ზე გრანდ გოლდი მიიღო

"კახური ღვინის მარანის" ტიტულოვანმა ღვინო "Akhasheni 2015"-მა 2018 წლის 11 აპრილს, გერმანიაში, კერძოდ ფრანკფურტში გამართულ საერთაშორისო კონკურსში "Frankfurt International Trophy"-ზე მიიღო უმაღლესი ჯილდო "Grand Gold", ხოლო "Manavi 2017"-ს წილად ხვდა  ოქროს მედალი "The Gold Medal".

კონკურსში 40-მდე ქვეყანა მონაწილეობდა, რომელთაც 2250 სახეობის ღვინო ჰქონდათ წარდგენილი. გამარჯვებული ღვინოები კონკურსის საპატიო ჟიურიმ გამოავლინა, რომელიც ღვინის ექსპერტების, სომელიეებისა და ენოლოგების 40 კაციანი ჯგუფისაგან იყო დაკომპლექტებული.

მსგავს კონკურსზე აღიარება ხელს უწყობს "კახური ღვინის მარანის" და ზოგადად, ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, როგორც გერმანიის, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ "კახური ღვინის მარანის" პროდუქცია აქტიურად არის წარმოდგენილი ევროპის, ჩინეთის, რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრებზე, სადაც პოზიციებს გამუდმებით იმყარებს და აფართოებს გავრცელების არეალს.