''კახური ღვინის მარანი“-ს პროდუქციის ახალი სერია იტალიის ბაზარზე ექსკლუზიური დიზაინის ეტიკეტით შედის
ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანია „კახური ღვინის მარანი"-სა და იტალიურ კომპანია "Podere La Cappella"-ს შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში, საფუძველი ჩაეყარა საქართველო-იტალიის ერთობლივ პროექტს - „კახური ღვინის მარანი“-ს ახალი სერიის პროდუქციის წარმოება, იტალიელი მხატვრის - ანტონიო მანზის მიერ შესრულებული ფერწერული ტილოს დატანით ღვინის ექსკლუზიურ ეტიკეტებზე. აღნიშნული პროექტი ღვინისა და ხელოვნების ჰარმონიულ კავშირს უსვამს ხაზს და მიზნად ისახავს ქართულ-იტალიური ერთობლივი პროდუქტის შექმნის გზით, ქართული ღვინის პოპულარიზაციას იტალიაში.
იტალიაში, ტოსკანას რეგიონში, გაიმართა კომპანია "კახური ღვინის მარანი"-ს პროდუქციის და მის ექსკლუზიურ ეტიკეტზე დატანილი ფერწერული ტილოს პრეზენტაცია.
ღონისძიება გაიმართა, როსინების ვილაში "Podre La Cappela"-ს მეპატრონეების ბრუნო და ნატაშა როსინების თაოსნობით, სადაც მიწვეულები იყვნენ: ტოსკანას რეგიონის ხელმძღვანელები, კარდინალი ჯოვანი ბატისტა რე ვატიკანიდან და ქართული მხარის წარმომადგენლები.
აღნიშნულ ღონისძიებაზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, უახლოეს მომავალში, იტალიის რეგიონებსა და ვატიკანში, ფართოდ იქნება წარმოდგენილი "კახური ღვინის მარანი"-ს და "Podre La Cappella"-ს ერთობლივი პროექტის პროდუქცია უმაღლესი ხარისხის ღვინოები ექსკლუზიური ფერწერული ეტიკეტირებით.