მაღალი ხარისხის წითელი მშრალი ღვინო, რომელიც დამზადებულია საფერავისა (50%) და კაბერნეს (50%) ჯიშის ყურძნებისაგან. ღვინო ინახება ქვევრში ქართული ტრადიციების მიხედვით. „კაბერნე საფერავი“ არის მუქი ლალისფერი, ახასიათებს წითელი კენკრის, ქლიავისა და ვანილის არომატები. მას აქვს ხანგრძლივი და რბილი დაბოლოება.