ბუნებრივად ნახევრადტკბილი მუქი ლალისფერი ღვინო დამზადებულია უსახელაურის უიშვიათესი ჯიშის ყურძნისგან, ლეჩხუმის რაიონში. იგი ხასიათდება ბროწეულისფერი შეფერილობით, კარგად განვითარებული ჟოლოს არომატით და ხავერდოვანი ტონებით. ღვინო გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული ორიგინალური ჯიშური არომატით, რაც ადვილად იგრძნობა ღვინის სასიამოვნო სიტკბოში და რბილ გემოში.