დამზადებულია პირველი თოვლის შემდეგ, ზამთრის დასაწყისში მოკრეფილი კაბერნე სოვინიონის ჯიშის ყურძნისაგან, რომელიც იზრდება „კახური ღვინის მარანი“-ს თელიანის მიკროზონაში არსებულ ვენახებში. ყურძენი ხელით იკრიფება და მაშინვე იწნიხება. ფერმენტირების პროცესი მიმდინარეობს კონტროლირებულ ტემპერატურაზე. ღვინო არის ოქროსფერი, ახასიათებს ხილის, ციტრუსის და თაფლის არომატები. ღვინოს აქვს რთული სტრუქტურა და ტკბილი გემო.